რიგის მართვის სისტემა

src=/files/articles/31/content/adf0c965a82ea42.jpg

 რიგის მართვის სისტემა მაქსიმალურად არის ადაპტირებული მომხმარებლის მოთხოვნებზე და ზრუნავს კომფორტული გარემოს შექმნაზე. ნებისმიერ დაწესებულებაში მარტივად და შეუფერხებლად მოაწესრიგოს მომხმარებელთა რიგები.ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელთა რიგების დატვირთულობის შესახებ, დროის სხვადასხვა მონაკვეთისა და ოპერატორის მიხედვით.
 


 

ზოგადი აღწერილობა

   დაწესებულების შესასვლელში ან მომხმარებელთა მოსაცდელ დარბაზში განთავსებულია მთავარი კონსოლი, რომელიც წარმოადგენს მოწყობილობას სენსორული ეკრანით და ბილეთის პრინტერით.
სენსორულ ეკრანზე მოცემულია ღილაკები სხვადასხვა დასახელებებით, ცალკეულ ღილაკზე თითის დაჭერით მომხმარებელი ავტომატურად იკავებს მომხმარებელთა რიგში ელექტრონულ ადგილს, პრინტერის მეშვეობით იბეჭდება ბილეთი რომელზეც მითითებულია რიგის ნომერი, თარიღი დაწესებულების სახელი და ა.შ. ვიზიტორთა მიღების ცალკეულ სეგმენტებში განთავსებულია პერსონალური კომპიუტერი ან გამოძახების ტერმინალი , რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება რიგში მდგომის გამოძახება.