Cisco-ს ოფიციალური ქსელური აკადემია

src=/files/articles/33/content/b285f1b80836357.png

ყოველწლიურად, მსოფლიოში Cisco–ს ქსელური აკადემიების ასობით ათასი სტუდენტი ახდენს საკუთარი ცოდნის დონის გაღრმავებასა და ახალი უნარ–ჩვევების შეძენას კომპიუტერული ქსელების დაგეგმვის, ინსტალაციისა და მართვის სფეროში. ეს ერთის მხრივ ხელს უწყობს მათი კარიერული პერსპექტივების გაფართოებას და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს კომპიუტერული ქსელების პროფესიონალებზე გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამჟამად, Cisco–ს ქსელური აკადემიის პროგრამაში ჩართულია 10000 აკადემია მსოფლიოს 165 ქვეყანაში, რომლებიც ამზადებენ სტუდენტებს მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სერტიფიკატების მოპოვებისთვის და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თითქმის ყველა სფეროში დასაქმებისთვის. Cisco-ს ქსელური აკადემიის სასწავლო კურსები მომზადებულია ყველა იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომლებიც დღეს არსებობს კომპიუტერული ქსელების დარგში და შეესაბამება 21–ე საუკუნის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებს.

 

დაგვიკავშირდით 

 src=/files/articles/33/content/ebc8674ef69f330.png